„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო ხედვის პრეზენტაციას განაგრძობს.
დაპირებებს შორისაა საპენსიო სესხების გაუქმება, უფასო კვება სკოლებში, უცხოეთში მყოფი ქართველი ემიგრანტების დასაბრუნებლად მიხეილ სააკაშვილის ერთმილიარდიანი ფონდის დაფუძნება, სამუშაო ადგილების შექმნა.
კოალიციის ლიდერების თქმით, 26 ოქტომბერს არჩევანი ევროპულ კეთილდღეობასა და სიღატაკეში იზოლაციას შორის უნდა გაკეთდეს.