„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდში პენსიებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო პროგრამაზე ისაუბრეს. თინა ბოკუჩავასა და გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პირველ დეკემბრამდე პენსიონერებს ჩამოეწერებათ საპენსიო სესხი. პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული სიბერე, ბავშვებს ლაღი ბავშვობა და ქართული ოჯახები უნდა გამთლიანდეს.