წინასაარჩევნოდ პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ქობულეთის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები, ბონდო თედორაძე და არჩილ ჯაფარიძე აცხადებენ, რომ აბსურდულ საქმეებზე საგამოძიებო უწყებაში იბარებენ და ამით მათ დაშინებას ახდენენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის წარმადგენლები ამტკიცებენ, რომ სუსი-ს მხრიდან მათ კანდიდატებზე ყოველდღიურად მიმდინარეობს ზეწოლა.