პრეზიდენტი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, – აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და საპროტესტო აქციას მართავენ. პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ავტოკოლონით ათონელის მიმართულებით, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაემართნენ. როგორც შეკრებილები ამბობენ, ისინი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს აპროტესტებენ, რომელსაც პრეზიდენტი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებდა.