გაერთიანებული ოპოზიცია მეორე ტურის არჩევნების შედეგს არ აღიარებს და აქციისთვის ემზადება.“ძალა ერთობაშია” ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული წესით ითხოვს. ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაში აცახდებენ, რომ მსვლელობა მშვიდობიანი იქნება.
რაც შეეხება, მომავალ სამოქმედო გეგმაზე, ამასთან დაკავშირებით, მოძრაობის ლიდერები ხვალ გეგმავენ საუბარს.
დაგეგმილ აქციას გამოეხმაურნენ სხვა ოპოზიციური პარტიები. მოთხოვნას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, იზიარებს “შენების მოძრაობა” და ამ თემაზე ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის მზად არის, თუმცა “ძალა ერთობაშიას” მიერ დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეობას არ აპირებს.
აქციას მხარს უჭერს “შრომის პარტია”, თუმცა, მივა თუ არა თავად შალვა ნათელაშვილი რუსთაველის გამზირზე, მისი განცხადებით, კონსულტაციებზეა დამოკიდებული. “ლეიბორისტების” ლიდერი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას მეორეხარისხოვნად მიიჩნევს და მიიჩნევს, რომ მთავარი მოთხოვნა ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა იყოს.
მოთხოვნებს იზიარებს “რესპუბლიკური პარტია”. მათ გაერთიანებულ ოპოზიციასთან დღეს შეხვედრაც გამართეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს, თუმცა, უშუალოდ დაგეგმილ აქციაში “რესპუბლიკელები” მონაწილეობას არ მიიღებენ.