„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო სააკაშვილის სახლში

ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის სახლში. როგორც ჟურნალისტებს ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა, განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი იქნება მიხეილ სააკაშვილის თემა, რა რეჟიმით უნდა გააგრძელოს პარტიამ ბრძოლა სააკაშვილის თავისუფლებისთვის. ამასთან, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პარტიის წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა. მისივე თქმით, სხდომაზე იმსჯელებენ პარტიის განვითარებაზე და ასევე ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის როლზე.