დღეს გახდება ცნობილი, შევა თუ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში და აიღებს თუ არა თავის კუთვნილ მანდატებს, როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე აჭარის უზენაეს საბჭოში. პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა 15 საათზეა დაგეგმილი. მანამდე, პარტიის ლიდერებმა საქართველოს რეგიონებში მხარდამჭერებთან და რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს თემაზე – უნდა შევიდეს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში.
წინასწარ ცნობილია, რომ რეგიონებშიც და თბილისშიც მხარდამჭერების დიდი ნაწილი ემხრობა გადაწყვეტილებას, რომ პარტიამ მუშაობა პარლამენტში გაგრძელოს.
მოამბე