„გამარჯვების პლატფორმის“ ლიდერები თბილისში დასაქმებულ ტაქსის მძღოლებს შეხვდნენ.
გიორგი ვაშაძემ და ვასილ ურუშაძემ ტაქსის ლიცენზიებზე და საწვავის ფასებზე ილაპარაკეს. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით დღეს მოქმედი რეგულაცია უსამართლოა, საწვავის ფასი კი ხელოვნურად გაზრდილია. გიორგი ვაშაძე საწვავის ფასის მატებას ბაზარზე არსებული მონოპოლიით ხსნის. დღესვე მგზავრთა გადაყვანის სექტორში დასაქმებულებს შეხვდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. ლევან ხაბეიშვილი ტაქსისტების გამოწვევებითა და პრობლემებით დაინტერესდა. ხაბეიშვილი საწვავის ფასის მატებაზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.