პარლამენტის შენობასთან დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაა დაგეგმილი. პარტიის წევრების განცხადებით, დღევანდელი აქცია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი და მოქალაქეებმა საკუთარი დასავლური არჩევანი კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსირონ. ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებულ აქციას არ უერთდებიან ის წევრები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერებად და გუნდის წევრებად მოიაზრებიან. რუსთაველზე მისვლას არ აპირებს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილიც.