„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება. დღევანდელ შეხვედრაზე პარტიის წევრებმა არჩევნების თარიღი უნდა დაამტკიცონ და თავმჯდომარეობის კანდიდატები ოფიციალურად დაარეგისტრირონ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის სურვილი ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი მუმლაძემ გამოთქვა.