დიალოგის ფონზე ოპოზიცია ძალაში ტოვებს აქციების და შენობების პიკეტირების გეგმას.
ხელისუფლების ოპონენტი პარტიები ახალი ინიციატივითაც გამოდიან. სამართალდამცველთა მისამართით გაკეთებული მუქარისშემცველი განცხადებების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სპეციალური ჯგუფების შექმნას გეგმავენ, რომლებიც, მათივე განმარტებით, პოლიციელებს და საჯარო მოხელეებს ძალის შესაძლო გადამეტებაში ამხელენ. ვიდეო-ჩანაწერების შეგროვება, კონკრეტული პირების იდენტიფიცირება და მათ შესახებ მონაცემების საგამოძიებო უწყებაში გაგზავნა, – ასეთი გეგმა შიმუშავა ოპოზიციამ იმ პოლიციელების მიმართ, რომლებიც მათი თქმით, აქციების დროს მოქალაქეების უფლებებს დაარღვევენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ გარკვეული სიები უკვე მზად აქვთ.
მმართველი გუნდი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ჯგუფებს „მხედრიონს“ ადარებს.