„ნაციონალური მოძრაობა“ შოვში მომხდარ სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვას, მიმდინარე სასესიო კვირის ნაცვლად, ოქტომბრის დასაწყისში ითხოვს. თინა ბოკუჩავას განცხადებით, მათი მოთხოვნის საფუძველი გიორგი გახარიას გუნდის ჩამოუყალიბებელი პოზიციაა და „ნაციონალური მოძრაობა“ პარტია „საქართველოსთვის“ საბოლოო პოზიციას დაელოდება. ბოკუჩავას თქმით, „ქართულ ოცნებას“ სიმართლის დადგენა არ სურს და შოვის საკითხზე პროცედურული ომი წამოიწყო, რაშიც მათ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აჰყვება, პარლამეტში საკითხის განხილვამდე ექსპერტებს შეხვდებიან და შოვშიც ჩავლენ.