„ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს და მას თავდებში უდგება. ინიციატივას განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა თავად ოპოზიციურ სპექტრში. საპასუხო განცხადებები გაკეთდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში, ასევე მინისტრთა კაბინეტში.