ვარკეთილის მესამე მასივში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად რეკრეაციული ზონის მოწყობას ითხოვენ.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, მოქალაქეებმა სამი წლის წინ პირადად კალაძისგან მიიღეს დაპირება, რომ უახლოეს მომავალში ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყებოდა, თუმცა ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა.
საკითხს გამოეხმაურნენ თბილისის მერიაში. მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, ვარკეთილში ამ ადგილას სკვერის მოწყობა წელს იგეგმება.