„ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა

საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის გამოძიების მიმდინარეობამდე უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს.

ლილე ლიპარტელიანი მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, დააფიქსირონ პოზიცია და სოლიდარობა გამოუცხადონ თამთა თოდაძეს. ასევე ითხოვს, რომ თოდაძეს ალტერნატიული სამსახური შესთავაზონ, რადგან იგივე ადგილზე მუშაობას ვერ გააგრძელებს.

იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი ძალადობის შესაძლო ფაქტს გმობს და ამბობს, რომ გამოძიებას უნდა დაელოდონ.

რაც შეეხება ჯიშკარიანისთვის უფლებამოსილების შეჩერებას, ჟორჟოლიანი განმარტავს, რომ კანონმდებლობით ამ მომენტში ამის უფლება არ აქვთ. უფლებამოსილების შეჩერება თავად დეპუტატის მოთხოვნის საფუძველზე შეიძლება მოხდეს.