„ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი

 მოსალოდნელია თუ არა საკანონმდებლო დონეზე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლების შესწავლა – თემა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ გაააქტიურა. აგვისტოს ომის მონაწილისა და თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების შემდეგ, „ხალხის ძალა“ ყოფილი მმართველი პარტიის პოლიტიკურ გასამართლებას ითხოვს. თუმცა, მმართველი გუნდი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური სივრციდან გაქრობას მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გზით ელოდება.

„ქართული ოცნება“ პარტიის გარდაუვალ მარცხში დარწმუნებულია. და ეს იმ ფონზე, როცა შიდა დაპირისპირების გამო, ორად გახლეჩილი „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების დამარცხების რესურსს მხოლოდ საკუთარ პარტიაში ხედავს და თან ახლადშექმნილი „გამარჯვების პლატფორმის“ გასამსხვილებლად პოლიტიკურ პარტნიორებს გუნდის გარეთ ეძებს. მაგრამ დანარჩენ პარტიებს დამოუკიდებელი ან ცალკე ალიანსების შექმნის გეგმა აქვთ.

ოპტიმისტური პროგნოზების ფონზე ვაშაძე-ხაბეიშვილის ერთობასა და „გამარჯვების პლატფორმის“ საარჩევნო შანსებს ოპოზიციის ნაწილიც სკეპტიკურად უყურებს.