„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებულებმა – თორნიკე მოლაშვილმა, მანანა ვაზაგაშვილმა, ლია კრიალაშვილმა და ნანა ქადაგიშვილმა პრესკონფერენციას გამართეს. მათი განცხადებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებიც კრიმინალს ახალისებენ და ხმას აძლევენ რადიკალურ ოპოზიციას, მათაც უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა. ისინი მოუწოდებენ თითოეულ მოქალაქეს, დაფიქრდნენ სანამ არჩევნებზე ხმას ოპოზიციურ პარტიებს მისცემენ.