მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეგროვებული ხელმოწერები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიტანეს. პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა ორბელიანების სასახლეში მისვლამდე რეგიონებიდან მსვლელობა მოაწყვეს. მათი ინფორმაციით, 100 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტი პოლიტპატიმარია და მისი გათავისუფლება ხალხის მოთხოვნაა. პოლიტიკური პარტიების ნაწილი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე ვერ მიიღებს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით სალომე ზურაბიშვილი დანაშაულების თანაზიარი ხდება.