ახლა, პაექრობისა და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის, ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი. როგორც გიორგი კირთაძე აღნიშნავს, ბათუმში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა.
„ჩვენს ქალაქში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. ბათუმი დაღუპულ თანამოქალაქეებს გლოვობს. ახლა, პაექრობისა და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია. ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმსა და სრულიად საქართველოს. არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს დაუღალავი და თავდადებული შრომისთვის. სამუშაოები გრძელდება და იმედს არ ვკარგავთ, რომ ცოცხლებს ამოვიყვანთ ნანგრევებიდან“, – წერს გიორგი კირთაძე.