„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს წყალტუბოს მერობის კანდიდატად ზაზა მეტრეველი წარადგინა.
მეტრეველის თქმით, დღეს წყალტუბოში მთავარი პრობლემა კურორტის ფუნქციის გარეშე დარჩენაა და გამარჯვების შემთხვევაში ის ამომრჩეველს კურორტის სრული დატვირთვით ამოქმედებას დაპირდა.