„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატების მეორე ნაწილი წარადგინა.
ნიკა მელიამ დაასახელა კიდევ 24 წარმომადგენელი. მათ შორის სენაკში – კობა ნაყოფია, ხოლო ოზურგეთში – ირაკლი ღლონტი. აღინიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს სხვა ოპოზიციური პარტიების კონკრეტულ კანდიდატებს: ლაგოდეხში ზურაბ ჯაფარიძეს, თერჯოლაში ზურაბ ბუცხრიკიძეს, ჭიათურაში ნოდარ ჩაჩანიძეს, ლანჩხუთში ლია მუხაშავრიას, ხონში ზურა ჯიბუხაიას, მესტიაში გეგი გულედანს.