„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ნიკა მელია წერს, რომ ყოფილი პრეზიდენტი რუსი ოლიგარქის ტყვეობაშია და ის არც საზღვრის კვეთისა და არც პიჯაკებისთვის დაუჭერიათ. ის ისჯება იმისთვის, რომ პირველმა გაბედა წინააღმდეგობა გაეწია პუტინის ურდოსთვის. არ უნდა შევეგუოთ მოცემულობებს, უნდა დავიხსნათ სახელმწიფო ოლიგარქისგან – ესაა მიხეილ სააკაშვილის ხსნა, – წერს ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე.