ნაციონალური მოძრაობის ლიდერები სახალხო დამცველს შეხვდნენ. საუბარი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს განაჩენს შეეხო.
პარტიის ლიდერებს იმედი აქვთ, რომ ახალი სახალხო დამცველი ამ კუთხით უფრო აქტიური იქნება.
თავად ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი ყურადღებით აკვირდება პროცესებს.