დავით კეზერაშვილთან, კვიპროსში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების გამგზავრება კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. დაგეგმილ კონსულტაციებში უცნაურს ვერაფერს ხედავს „სტრატეგია აღმაშენებელი“. ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობას დაპირისპირებულები კი მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტი პარტიაზე კეზერაშვილის გავლენას კიდევ ერთხელ ადასტურებს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პარტია არაფორმალური მმართველისგან ახალ ინსტრუქციებს მიიღებს.