„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტი, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდება. დოკუმენტი ოლიგარქთა რეესტრის შექმნას ითვალისწინებს, სადაც კონკრეტული პირი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხვდება.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ წინადადებებისგან განსხვავებით, მათი პროექტი ყველას თანაბარ პირობებში ჩააყენებს და პოლიტიკური დევნის იარაღად არ იქნება გამოყენებული. ოპონენტების შეთავაზებები არ მოსწონთ მმართველ პარტიაში.