„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ვინ შეუერთდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ხელმოწერების შეგროვების ინიციატივას? მზად არიან თუ არა პოლიტიკური პარტიები ხელი მოაწერონ პეტიციას, რომელიც სააკაშვილის პირადი წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, პირველ მარტს სალომე ზურაბიშვილს გადაეცემა. მსჯელობის საგანია ისიც, შეიცვლის თუ არა ყოფილი პრეზიდენტის შეწყალების შესახებ პოზიციას სალომე ზურაბიშვილი.