ვინ დაუჭერს მხარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. საჭიროა 50 დეპუტატის ხმა. ოპოზიციის ერთი ნაწილისთვის ინიციატივა მიუღებელია, მეორე ნაწილი კი მხარდაჭერას გეგმავს. კონკრეტულ პარტიებში კი ამბობენ, რომ საკუთარი პირობები აქვთ. „ნაცმოძრაობამ“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივა უკვე დაარეგისტრირა. მისი მიზანია, შეისწავლოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ეს მორიგი პოპულისტური ინიციატივაა.