თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას პლენარულ სხდომაზე დღეს უყრიან კენჭს. ოპოზიციურ პარტიას საკითხის გასატანად 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
როგორც ცნობილია, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი. კიდევ ერთი ინიციატივა, რომელსაც პარლამენტში დღეს უყრიან კენჭს, ფრაქცია „ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნის.
საპარლამენტო ოპოზიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მიერ არჩეული სამი არამოსამართლე წევრის – ზაზა ხარებავას, შოთა ქადაგიძესა და ლევან გზირიშვილს გამოწვევას ითხოვს.