„ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები დღეს „ავლაბრის მეტროსთან“ შეიკრიბებიან. გეგმის მიხედვით, ისინი მსვლელობით ორივე სანაპიროს მიმართულებით გაემართებიან და საავტომობილო გზას გადაკეტავენ. ნიკა მელიას განცხადებით, პროტესტი ყოველდღიურად უფრო და უფრო მწვავე სახეს მიიღებს. ისინი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ამავე მოთხოვნით შიმშილობას აგრძელებს ელენე ხოშტარია და მასთან ერთად კიდევ ცხრა დეპუტატი. პროტესტის ამ ფორმას კანონმდებელთა ნაწილმა გუშინ მიმართა.