აქციები, ბოიკოტი და საერთაშორისო ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“ – ასეთია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა. პარტია უკვე მეოთხე დღეა საგანგებო რეჟიმზეა გადასული. დღეიდან აქციები დაიწყო რეგიონებში.
გარდა აქციებისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა, თუმცა მანდატების დატოვებას ჯერ არ აპირებენ. მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა და აქციები და ბოიკოტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. მმართველი პარტიის წევრების შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ არ გაამართლა, რადგან აქციებზე ხალხის შეკრებასაც ვერ ახერხებს.