ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარის შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს აანონსებს.
ინიციატივას ოპოზიციის ნაწილი ეთანხმება, მეორე ნაწილის განმარტებით კი ვადამდელი არჩევნები ახლა სწორედ ოპოზიციისთვის იქნება დამღუპველი. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ მსგავსი პოზიციების გამოხატვა დესტაბილიზაციისკენაა მიმართული.