ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარის შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს აანონსებს.
კობა ნაყოფია დარწმუნებულია, რომ თუ წლის ბოლოს ევროპული საბჭოს მხრიდან ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, არჩევნების თარიღი აუცილებლად გადმოიწევს. ინიციატივას ეთანხმება ოპოზიციის ნაწილი, მეორე ნაწილის განმარტებით კი ვადამდელი არჩევნები ახლა სწორედ ოპოზიციისთვის იქნება დამღუპველი. რაც შეეხება მმართველი გუნდის მოსაზრებას, მათი განცხადებით, მსგავსი პოზიციების გამოხატვა დესტაბილიზაციისა და პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარების მცდელობას ნიშნავს.
საქართველო გადაწყვეტილებას წლის ბოლოს ელოდება.