„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა

მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინში მიხეილ სააკაშვილის პარტია ალტერნატიულ გეგმას ამზადებს. სასამართლო პროცესების გახანგრძლივების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე კონკრეტულ მოქმედებებზე გადასვლას და ყველა კონსტიტუციური მეთოდის გამოყენებას აანონსებს. ნიკა მელია, რომელსაც სწორედ სააკაშვილის თემაზე პასიურობის გამო თანაგუნდელების და მხარდამჭერების ნაწილი ბოლო პერიოდში მწვავედ აკრიტიკებს, სასამართლოს სასჯელის გადავადებაზე გადაწყვეტილების დროულად, წლის ბოლომდე მიღებისკენ მოუწოდებს, სხვა შემთხვევაში მძიმე შედეგებს პროგნოზირებს. სასამართლოს გარდა სააკაშვილის თანაგუნდელები და თანამოაზრეები იმედს ამყარებენ პრეზიდენტზეც, რომელსაც შეწყალების მექანიზმის გამოყენებას სთხოვენ. უარის შემთხვევაში საერთო ოპოზიციური გეგმის შემუშავებას მხარს უჭერენ ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერებიც.

სალომე ქოქიაშვილი არკვევდა, რა იგულისხმება მელიას გეგმაში.