„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პერიოდი და მის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტები უნდა გამოიძიოს, ოპოზიციაში ეხმაურებიან.
ამ წინადადებას მიესალმებიან „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები და მიიჩნევენ, რომ საგამოძიებო კომისია ოპოზიციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია. ამავე პოზიციას იზიარებენ „ლელოშიც“. თემაზე კომენტარი გააკეთეს პარტია „გირჩის“ წევრებმაც.