„ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების მოთხოვნა - პოლიტიკური შეფასებები
გასამართლების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადება და მანდატების გაუქმება პროცესის ლოგიკურ გაგრძელებად მიაჩნიათ „ქართულ ოცნებაში“. უმრავლესობაში ამბობენ, რომ პოლიტიკურ ველს ყოფილი სახელისუფლებო გუნდი საბოლოოდ უნდა ჩამოშორდეს. უმრავლესობის წევრების ამ განცხადებებს ოპოზიციის ნაწილი მუქარად აღიქვამს, ნაწილი ავტორიტარული მმართველობის ღია გზავნილად მიიჩნევს. თუმცა იქვე აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს, შესაბამისად, თვლიან, რომ ოპონენტების შევიწროების შესაძლო მცდელობა მხოლოდ განცხადებებად დარჩება.
„ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების მოთხოვნა