მმართველი პარტიის განცხადებები ყოფილი სახელისუფლებო გუნდის გასამართლების შესახებ, პოლიტიკოსების მხრიდან ისევ გამოხმაურებების თემაა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალური გამოძიებისათვის 12 წელი ჰქონდა, შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ ახლა უმრავლესობის წევრები ამ საკითხით მხოლოდ სპეკულირებენ. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი დანაშაულებრივი ქმედებების გამო, საზოგადოებისა და სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგოს.