„ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის დაწყების გეგმამ პოლიტიკურ წრეებში არაერთი კითხვა გააჩინა. სამართლებრივი დავის საფუძვლებზე საუბრის დროს მთავარი აქცენტი აგვისტოს ომზე კეთდება. ოპოზიციურ ფლანგზე აინტერესებთ, რატომ გაააქტიურა მმართველმა გუნდმა ეს საკითხი ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგ და რამდენად რელევანტურია ამ თემაზე საუბარი გუნდისგან, რომელსაც მეოთხე ვადით სურს ქვეყნის მართვა.
„ქართულ ოცნებას“ ამ კითხვაზე რამდენიმე არგუმენტი აქვს – მათ შორისაა წლების წინ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები და საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე განხილვები. მმართველი გუნდის წინასაარჩევნო რიტორიკა და რადიკალური განცხადებები ოპონენტებს არწმუნებს, რომ ხელისუფლება ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ ძალას ამომრჩეველთა დასაშინებლად იყენებს.