„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციაში იმ პირების სახელები და გვარები დაასახელეს, რომლებიც, მათი მტკიცებით, ზუგდიდის სოფლებში ხალხს აშინებენ და საარჩევნოდ მმართველი პარტიის კანდიდატის შემოხაზვას აიძულებენ. როგორც ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან ამის შესახებ პოლიციას უკვე აცნობა.