„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება ზუგდიდში

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბმა მათ მხარდამჭერზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა. ანი წითლიძის თქმით, პარტია ითხოვს, რევაზ გვილიაზე განხორციელებული მუქარისა და დაშინების შემთხვევები გამოიძიონ. ის „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს. საპასუხო კომენტარი მმართველ გუნდში არ გაკეთებულა. მათი თქმით, თემაზე ამომწურავი პასუხი უკვე გაცემულია.