„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება თელავში და გამოხმაურება „ქართულ ოცნებაში“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თელავის მერობის კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ამომრჩევლებზე ზეწოლაში, მუქარასა და პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს.
ბოტკოველის თქმით, მეორე ტურის წინ სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენლები მობილიზებული არიან შტაბებში და მოსახლეობის დაშინების მიზნით სოფლებში დადიან.
ბოტკოველის ბრალდებებს „ქართული ოცნების“ თელავის შტაბში უპასუხეს, სადაც შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. „ქართლი ოცნების“ გუნდთან ერთად წინასაარჩევნო გარემო ირაკლი ქადაგიშვილმა შეაფასა. მეორე ტურში ის მმართველი პარტიის თელავის მერობის კანდიდატის გამარჯვებას ელოდება. ქადაგიშვილი არ გამორიცხავს პროვოკაციებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან.