მიხეილ სააკაშვილის დაწყებული პროექტების გაგრძელების საჭიროებაზე საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. „კოალიცია ერთიანობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა და „ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართეს, რომელსაც გიული ალასანიაც დაესწრო. მათი თქმით, უნდა აშენდეს ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტიც, როიალ კარიბიანის საკრუიზო პორტიც და გონიოს თავისუფალი ეკონომიკური ზონა, მათი განცხადებით, ეს პროექტებია სწორედ ის, რაც მიხეილ სააკაშვილის დროს წამოიწყეს, დღეს კი არანაირი ფუნქცია არ აკისრია.