„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

ბათუმის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზი ხელისუფლებას „ქართული ოცნებას“ შემომწირველ კომპანიებთან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. დეპუტატი ამბობს, რომ შპს „გზას“, რომელიც წლებია მმართველი პარტიის შემომწირველია, ბათუმის მერიამ სამი ქუჩის რეაბილიტაციისთვის 26 მილიონი ლარი გამოუყო. ხარაზი ამბობს, რომ ადგილი აქვს კორუფციულ შეთანხმებას. მისი განცხადებით, ბათუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ მსგავსი მიდგომებით ტარდება და მმართველ გუნდთან დაახლოებულ კომპანიებს არ მოეთხოვებათ ხარისხი, რის გამოც, უკვე რეაბილიტირებული ქუჩები სავალალო მდგომარეობაშია. მან შესაბამისი ფოტოსურათებიც წარმოადგინა.