„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ჯვრის მონასტერი ინგრევა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ამ პროცესის შესაჩერებლად კულტურის სამინისტრო არაფერს აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ გამოყოფილი იყო სარესტავრაციო თანხა. პარტიის თავმჯდომარემ განცხადება სწორედ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გააკეთა.