„ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, გელათის გადასარჩენად საკუთარი ფინანსებით ჩამოიყვანოს უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე იმუშავებენ. ამასთან დაკავშირებით ლევან ხაბეიშვილმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელ ნიკოლოზ ვაჩეიშვილთან ერთად ისაუბრა. მათ გელათის კომპლექსში არსებულ პრობლემებსა და ხარვეზებზე გაამახვილეს ყურადღება.