ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში გრიგოლ ლილუაშვილს იბარებს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ლილუაშვილი საერთაშორისო გამოძიების საგანი გახდა. ხაბეიშვილი საქმეს სკანდალურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვალდებულია ანგარიში ჩააბაროს პარლამენტს.