მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის წევრები მიმართავენ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოს მოქალაქეებს: „გთხოვთ, მიიღოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება და პირადი უსაფრთხოება. საქართველოს ხელისუფლებამ არ იკმარა სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა და ახლა უკვე მას სასიკვდილოდ იმეტებს. ყველამ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური სიმპათიებისა, პირადი განწყობებისა და დამოკიდებულებებისა, არ უნდა დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში. ხელისუფლების მიერ მესამე პრეზიდენტის იქ მოთავსება მისი მკვლელობის ტოლფასია და უმძიმესი შედეგები მოჰყვება, როგორც პოლიტიკურ, ისე ისტორიულ ჭრილში“- წერია განცხადებაში. განცხადებას პოლიტიკოსების გამოხმაურებაც მოჰყვა.