„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ კვლავ ზეწოლაში ადანაშაულებს. ზუგდიდის საარჩევნო შტაბში პარტიის წარმომადგენელმა დღეს სხვადასხვა შემთხვევებზე ისაუბრა.
ანა წითლიძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დავალებით ოპოზიციის წინააღმდეგ განწყობილ ამომრჩეველს პირადობის მოწმობებს თანხის ან მუქარის სანაცვლოდ ართმევენ, რაშიც, მისი თქმით, სხვადასხვა უწყების თანამშრომლები არიან ჩართულები. „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს ამ ფაქტებთან დაკავშირებით, ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართოს.
ბრალდებებს „ქართულ ოცნებაში“ სიცრუეს უწოდებენ.