ხმაური იყო ბათუმში გოგოლის ქუჩაზე. მერობის კანდიდატმა ოპოზიციიდან, გიორგი კირთაძემ მიმდინარე მშენებლობის შეჩერება მოითხოვა. ის ადგილზე თანაპარტიელებთან ერთად მივიდა. სამშენებლო ობიექტზე შესვლას კი კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
შენდება რვა ექვსსართულიანი კორპუსი. მშენებლობას კომპანია „მეტრო სითი“ აწარმოებს, რომელიც თურქ ბიზნესმენს, გალიფ ოზთურქს ეკუთვნის. მერობის კანდიდატის თქმით, მშენებლობა უნებართვოდ მიმდინარეობს, ობიექტი 7-ჯერ დაჯარიმდა და საქმის წარმოება ჯერ კიდევ სასამართლოშია.