წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობენ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“. ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ისანში რამდენიმე საარჩევნო ოლქი მცირე ზომისაა, რაც ცესკო-ს დადგენილებასთან შეუსაბამოა, ოპოზიციის დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ამ უბნებში ოპოზიციის წარმომადგენლებს არ ეძლევათ სრულყოფილად მუშაობის საშუალება. ხატია დეკანოიძე თამარ ჟვანიას მიმართავს და ცესკო-ს ხმების გაყალბებაში პანდემიის გამოყენებაში ადანაშაულებს.