ზვიად კუპრავას დაკავებასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრიფინგი გაიმართა.
მოძრაობის წარმომადგენლები კუპრავას დაკავების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ. მათი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ზვიად კუპრავას დაკავების შესახებ ინფორმაციას დეტალურად გააცნობს არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველსა და დიპლომატიურ კორპუსს.
პარტიის ის წევრები და აქტივისტები, რომლებიც დაკავების მომენტში ოფისში იმყოფებოდნენ, ამბობენ, რომ კუპრავა 15-დე პოლიციელმა ძალის გამოყენებით დააკავა. ასევე, მათივე თქმით, დაზიანებულია ოფისის ინვენტარი.